პროექტის საწყისი ეტაპისათვის მოსწავლეები უნდა მოვამზადოთ როგორც სამუშაო პროცესის, ასევე საჭირო რესურსების მოსაძიებლად.
(რა მასალაა საჭირო , რომელი წიგნებით ვისარგებლებთ, მნიშბნელოვანია ადამიანური რესურსებიც, ასვე ელექტრონული საინფორმაციო ტექნოლოგიებიც)
სასწავლო პროექტის ეტაპები
1. დღე–თემის შერჩევა
ა) აქტივობების განსაზღვრა და განხორციელება
ბ) შუალედური შეფასებების განსაზღვრა
გ) შემაჯამებელი შეფასება
დ) პლაკატის გამოშვება
პროექტის მსვლელობა
პროექტის მიზნები და შედეგები
მოსწავლეები შეძლებენ:ა) პრობლემის განსაზღვრასა და ამ საკითხზე საკუთარი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
ბ) ელექტრონული , საინფორმაციო კომუნიკაციების გამოყენებას
გ) გაეცნონ თუ ამ პრობლემის მოგვარების როგორი გზები არსებობს როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში
დ) მოიძიონ კონკრეტული შემთხვევები და ამ ისტორიებზე დაყრდნობით იპოვონ პრობლემის გადაჭრის გზები
ე) იყონ ტოლერანტები, ჰუმანურები.
მოსწავლეთა ასაკი მე–11 კლასი (15–16წელი)
ვადები/ ხანგრძლივობა: 2 თვე
პროექტის აქტივობები კლასში
ჯგუფების შექმნა და დავალებების გადანაწილება:
მოსწავლეებს გადავანაწილებ 4 ჯგუფად (თითოეულში 5–6 ბავშვი) ჯგუფები განსხვავებული მიმართულებით იმუშავებენ.
პირველი–ვინ არის მზრუნველობამოკლებული ბავშვი?
მეორე–– როგორ ზრუნავს სახელმწიფო მათზე?
მესამე––რომელი ორგანიზაციები იცავენ მათ უფლებებს?
მეოთხე––როგორ ცხოვრობენ ასეთი ბავშვები სრულწლოვნების შემდეგ?
(თითოეულმა ჯგუფმა მოძიებული ინფორმაცია უნდა გაამდიდროს ფოტო,ვიდეო, აუდიო მასალებით. კონკრეტულ ისტორიებზე დაყრდნობით)
პროექტის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანია შემაჯამებელი ღონისძიებების ჩატარება.( საქველმოქმედო აქცია, პლაკატის გამოქვეყნება,) ამ ღონისძიებებში აქტიურად უნდა ჩავრთოთ მზრუნველობამოკლებული ბავშვები.პროექტის მონაწილეები შეფასდებიან შეფასების რუბრიკით
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ია ფირცხალავა კაზრეთის მე–2 საჯარო სკოლა
პროექტის ფასილიტატორის ელ .ფოსტა: iapirtskhalava@ gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий